ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 44 სამედიცინო დაწესებულებაში 3700-მდე საწოლია მობილიზებული. საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით შემდეგია:
თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, 1987 საწოლით;
აჭარაში - 11 კლინიკა - 731 საწოლით;
იმერეთში - 10 კლინიკა - 644 საწოლით;
სამეგრელო-ზემოსვანეთში - 2 კლინიკა -190 საწოლით;
შიდა-ქართლში - 1 კლინიკა - 164 საწოლით;
მცხეთა-მთიანთში - 1 კლინიკა - 111 საწოლით;
გურიაში - 1 კლინიკა - 21 საწოლით;
მას არ დაუკონკრეტებია, დღეის მდგომარეობით რამდენია ამ საწოლებიდან თავისუფალი და რამდენი - დაკავებული.
ასევე, როგორც ეკატერინე ადამიამ აღნიშნა, ქვეყანაში მობილიზებულია 2 453 სასუნთქი აპარატი, მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდათ ასევე 2044-ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პროცესში ჩაერთონ.
16 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.